აქციები და ძალადობრივი შეტაკებები საფრანგეთის ქალაქებში
საკლასო ოთახების ნაცვლად ქუჩებში – საფრანგეთს ქალაქებში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება. სკოლებში არსებული მძიმე პირობებით უკმაყოფილო მოსწავლეების აქციები მეოთხე დღეა, პოლიციასთან დაპირისპირებაში, ძალადობრივ შეტაკებებსა და ვანდალიზმშია გადაზრდილი. არიან დაშავებულები, დაკავებულია 2000- მდე მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვნები. სკოლებში არსებული მძიმე პირობების მოგვარება, მასწავლებლების დამატება და სასკოლო განრიგის ცვლილება – ამ მოთხოვნით მიმდინარე აქციებს სტუდენტებიც შეუერთდნენ. ბლოკირებულია ათეულობით სტუდენტური საცხოვრებელი. საპროტესტო ტალღამ მოიცვა ბელგიაც.