აქციები და დემონსტრაციები აშშ-ში

გასულ ღამეს, აშშ-ის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებმა შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა. ლოს ანჯელესსა და ვაშინგტონში კომენდანტის საათი უკვე გაუქმებულია. აქციები გაიმართა ნიუ იორკშიც. დაპირისპირება მოხდა პორტლენდში, სადაც აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ფოიერვერკებსა და ჭურვებს ისროდნენ. პორტლენდის პოლიციამ, აქციის მონაწილეების დასაშლელად ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

გარდაცვლილი აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს კალიფორნიაში, სადაც ის დაიბადა. ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ მისი დაკავებისას უხეში ძალა გამოიყენა. დაკავებულაი ოთხი პოლიციელი, მათგან ერთი – მკვლელობის ბრალდებით გასამართლდება.