აქციები და დაპირისპირება საფრანგეთში

საპროტესტო ტალღა ამერიკიდან ევროპაშიც ვრცელდება.

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პარიზის ქუჩებში გამოსულ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სააგენტო „ესოშეითიდ პრესი“ წერს, რომ სამართალდამცველებმა ცრემსლადენი გაზი გამოიყენეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებმაც ბარიკადებს, ნაგვის ურნებსა და ელექტროსკუტერებს ცეცხლი წაუკიდეს. საფრანგეთის დედაქალაქში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები რამდენიმე ათასმა ადამიანმა დაარღვია და პროტესტს შეუერთდა. პარიზში გამართული აქციის მონაწილეებმა ჯორჯ ფლოიდთან ერთად, ასევე გაიხსენეს ადამა ტრაორე – წარმოშობით მალელი საფრანგეთის 24 წლის მოქალაქე, რომელიც 2016 წელს პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაიცვალა. მისი საქმის გამოძიება ამ დრომდე დასრულებული არ არის.

დატოვე კომენტარი