საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საარჩევნო უბნების დახურვისთანავე დაიწყო. დემონსტრანტები ქუჩებში მას შემდეგ გავიდნენ, რაც ნაციონალური ეგზიტპოლის შედეგები გამოცხადდა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80%-მა დაუჭირა მხარი. მოგვიანებით, პროტესტი უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა.
ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. არიან დაკავებულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. უფლებადამცველები 120 დაკავებულის შესახებ საუბრობენ. ამასთან, ბელარუსში შეჩერებულია საინფორმაციო ვებგვერდების მუშაობა.