აქციები ბრიუსელში

15:22, 02.05.2021

ბრიუსელის პოლიციამ კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ბრიუსელის პარკში ლოკდაუნისა და სოციალური დისტანციის წესების გასაპროტესტებლად რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ბელგიაში ამჟამად მეორე ლოკდაუნი მოქმედებს. ქვეყანაში რესტორნები, კაფეები და ბარები ოქტომბრის ბოლოდან დაკეტილია. 8 მაისიდან ხელისუფლება რესტორნებისა და კაფეების ღია სივრცის გახსნას გეგმავს.

მოამბე

მსგავსი