აქციაზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმე

22:14, 09.12.2024

ამ დრომდე პასუხისგებაში არ არიან მიცემული ის სამართალდამცავები, რომლებმაც მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს. პოლიციელების მხრიდან შესაძლო გადაცდომების საქმეებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს. დაზარალებულების ნაწილი უკვე დაკითხულია. აქციების მსვლელობის დროს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომლები, მათ შორის ჩვენი პირდაპირი ჩართვის ჯგუფის თანამშრომელი. საიდენტიფიკაციო ნიშნების არ არსებობის და წინა წლების პრაქტიკის გათვალისწინებით დაზარალებულებს გამოძიების იმედი არ აქვთ.

 

მსგავსი