აქციაზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

დაშავებულები, დაკავებულები, ჰოსპიტალიზირებულები – 2 დეკემბრის საპროტესტო აქციაც დაშლით და დაკავებებით დასრულდა. ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 21 წლის მამაკაცი, რომელსაც სახის არეში მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ ეტაპზე სტაბილურად აფასებენ. რა ვითარებაში დაშავდა მოქალაქე – ვრცელდება სხვადასხვა ვერსია. ახლობლების ინფორმაციით, დაზარალებულმა დაზიანებები ე.წ. გაზის კაფსულის გამოყენების დროს მიიღო. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით საავადმყოფოებში გუშინდელი აქციის 26 მონაწილე შეიყვანეს. მათგან 12 ამ დრომდე კლინიკებში რჩება. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა მათზე ფიზიკურად იძალადა.