აქციაზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

გუშინდელი აქციის დროს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს.

სამედიცინო კვლევები უკვე ჩაუტარდა პირველი არხის პირდაპირი ჩართვის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელ დავით ბეჟანიშვილს, რომელსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ დრომდე კლინიკაში რჩება ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა სახის ძვლის მოტეხილობით და სხვა დაზიანებებით – მასზე ძალადობა კამერამაც აღბეჭდა. დაშავდნენ „პუბლიკას“ და „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებიც, „პუბლიკას“ თანამშრომელი ახლაც საავადმყოფოშია. საპროტესტო გამოსვლის გაშუქების დროს მედიის 20-მდე წარმომადგენელია დაშავებული.

თამუნა ნადარეიშვილი გვეტყვის, როგორია ჟურნალისტების ჯანმრთელობის მდგომარეობა.