აქციაზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ კლინიკა დატოვა. გრიბოედოვის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად მას ტვინის შერყევა, თვალში სისხლჩაქცევა, ფეხის და კისრის ტრავმა აღენიშნება. დაზარალებული ექიმების რეკომენდაციით, ბინაზე გააგრძელებს მკურნალობას. შემთხვევა შაბათს მოხდა – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციაზე წინა კვირას დაშავებულ 21 წლის ალექსანდრე თირქიას, – ექიმებს ის ნელ-ნელა სამკურნალო ძილიდან გამოჰყავთ, უკვე მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ექიმები დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას მაინც მძიმედ აფასებენ.