ამ წუთებში საგამოძიებო ორგანში გამოკითხვაზე იმყოფება საქართველოს პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი, რომელიც აქციაზე დაშავდა. უწყებამ გამოძიება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. საქმე ეხება 4 დეკემბერს აქციაზე მომხარ შემთხვევას. ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა. მას სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია დახმარება და მოგვიანებით კლინიკაში გადაიყვანა. ბესო გაფრინდაშვილს პირველი ხარისხის დამწვრობა და დაბეჟილობა აქვს. დაქვეითებული აქვს ხელის მტევნის მგრძნობელობა. დაკითხვა თითქმის ორი საათია გრძელდება.