ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ 21 წლის ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და რეანიმაციაში მისი დაყოვნების საჭიროება აღარ არსებობს. კლინიკის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, მას იზოლირებულ პალატაში, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ. რაც შეეხება მხედველობას, ექიმის თქმით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია ამ თვალსაზრისითაც. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ალექსანდრე თირქია 3 დეკემბერს, აქციაზე დაშავების შემდეგ, ინგოროყვას კლინიკაში თავისა და სახის არეში მძიმე დაზიანებით შეიყვანეს, ჩაუტარდა ოპერაცია და დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა.