აქციაზე დაშავებულების ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები დატოვა

აქციაზე დაშავებული მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა.

თბილისის სხვადასხვა კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობას 20-ზე მეტი პაციენტი განაგრძობს. მათ შორის არის რამდენიმე სამართალდამცველი და ჟურნალისტი.

რაც შეეხება ორ პაციენტს, რომელთა მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა, ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში, მედიკოსების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ რჩებიან.

ცოტა ხნის წინ დამატებითი განმარტებები გაკეთდა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან.

თემის დეტალები „მოამბეში“.