აქციაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა
4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა აქციის ექვსი დაშავებული მონაწილე და 21 სამართალდამცველი გადაიყვანეს. 30-მდე პირს კი ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება. ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში ორი პოლიციელი რჩება. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ექიმების რეკომენდაციებით, ისინი მკურნალობას ბინაზე განაგრძობენ. აქციაზე დაშავებული პოლიციელები დღეს კლინიკაში შს მინისტრმა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მოინახულეს.