აქციაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

აღმაშენებლის ხეივანზე გამართულ აქციაზე დაშავებულთაგან სამედიცინო დაწესებულებაში ერთი პირი აგრძელებს მკურნალობას. მამაკაცი „ვივამედის“ კლინიკაში ტვინის შერყევის დიაგნოზით არის მოთავსებული. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება კიდევ ხუთ დაშავებულს, რომლებიც წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ინგოროყვას კლინიკაში იყვნენ გადაყვანილები, მათგან სამი ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ორმა კი სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. მათ სახის და თავის, ასევე თვალბუდის არეში აღენიშნებოდათ დაზიანებები. ასევე ჰქონდათ ტვინის შერყევა.