6 დეკემბერს სამედიცინო დაწესებულებებში აქციის 9 მონაწილე მოხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროტესტის მიმდინარეობისას დაშავებულებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. მათ შორის არის გულმკერდისა და ზედა კიდურის ტრავმა, ზედა კიდურის მოტეხილობა, ზედაპირული დაზიანება და ინტოქსიკაცია. პაციენტთა ნაწილი ამ დრომდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამი დაშავებული გუშინ აქციიდან ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ორი ამ დრომდე ჰოსპიტალში რჩება. ერთი პაციენტი კი, რომელსაც ტვინის შერყევის დიაგნოზი დაესვა, კლინიკიდან უკვე გაწერილია. ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას 21 წლის ბიჭიც, რომელიც აქციაზე რამდენიმე დღის წინ დაშავდა. მას თვალის მთლიანობა შენარჩუნებული აქვს, თუმცა რეანიმაციაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.