მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ რესტორან „ბაბილოსთან“ დაკავებულებიც.
გუშინდელი საპროტესტო აქცია ცხრა ადამიანის აყვანით დასრულდა. ცხრავე მათგანს სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. მათ შორის სამი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრია. დღეს საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკავებული ორი მოქალაქის საქმეების განხილვა მიმდინარეობს, დანარჩენების პროცესი კი ხვალ გაიმართება. ორიდან ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი შაკო მაღრაძეა, რომელსაც ცოტა ხნის წინ 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილებას ხმაური და პროტესტი მოჰყვა.
სასამართლოსთან პარტიის ლიდერები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები იმყოფებიან.