საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესები გრძელდება.
დღეს განხილული საქმეების დიდი ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს ეხებოდა. ბრალდებულებს სამართალდამცავის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. მათ უმეტესობას სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს. 18 წლის სანდრო ქინქლაძეს კი 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ორ შემთხვევაში მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო გამოიყენა.