თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. დღეს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი საბა ცხვიტარიძის პროცესი გაიმართა. მას 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვას ედავებიან. დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დამსწრეების განცხადებით, მოსამართლემ ერთი რეპლიკის გამო გამოაძევა დამსწრეები. ასევე სხდომაზე დაიკითხა ორი პოლიციელი. საქმეზე გადაწყვეტილება 17 დეკემბერს გამოცხადდება.