თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციული საქმეები განხილვა გრძელდება. გაიმართა 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაკავებული არასრულწლოვნის პროცესი. მას შსს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება. მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილებას 20 იანვარს გამოაცხადებს. ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც არასრულწლოვანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უმტკიცდება.