აქციაზე დაკავებული ანზორ კვარაცხელიას სასამართლო

 აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესები იმართება. ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. ბრალდებულმა საკუთარ პოზიციაზე ისაუბრა, ის ამბობს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულისგან მოლოტოვის სროლა. სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.