აქციაზე დაკავებულებს ადვოკატებს შეხვდნენ

18:20, 02.12.2024

დილიდან ადვოკატები შედიან იზოლატორებში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების მოსანახულებლად. საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეები მოინახულა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში სახალხო დამცველმა. ადვოკატების ნაწილი, რომლებიც შეხვდნენ დაკავებულებს ამბობენ, რომ მათ აღენიშნებათ სხეულის დაზიანებები და აუცილებელია შესაბამისი ექსპერტიზა. ადგილზე დილიდან იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრები. გამოძიება მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. გამთენიისას აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველზე და მის მიმდებარედ, ნაწილი კი თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

მსგავსი