აქციაზე დაკავებულებს ადვოკატები შეხვდნენ

21:39, 07.12.2024

გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 48 ადამიანია დაკავებული. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას კი პროკურატურა ორ პირს ედავება. დაკავებულთა ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ნაწილი კი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. დაკავებულები სახალხო დამცველმა და ადვოკატებმა მოინახულეს. ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ მათ ნაწილს ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნებათ. ფიზიკური ზიანზე მიუთითებენ თავად დაკავებულთა უფლებადამცველებიც. საუბარია სისხლჩაქცევებსა და სილურჯეებზე.

ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტი – ბექა ყორშიაც.

 

მსგავსი