აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა იწყება

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, 18 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებული პირების მიმართ.

სხდომა სასამართლოში ამ წუთებში იწყება. დაკავებულებს გამოძიება ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. პოლიციამ გუშინ 37 პირი აიყვანა. მათ შორის ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები.