აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 

საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებულთა პროცესები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს დღეს 22 საქმით მიმართა, საიდანაც ერთ ერთი ბოლო საქმე, რომელზეც გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, სამოქალაქო აქტივისტს, ნიკო მანაგაძეს შეეხებოდა. მას ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება დღის განმავლობაში გამართულ პროცესებს, სასამართლომ ძირითადად ადმინისტრაციულ სამართალდარვევებზე იმსჯელა. სხდომების ნაწილი გადადიო, რამდენიმე შემთხვევაში კი მოსამართლე ჯარიმით და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. დღესვე იმსჯელეს ერთი არასრულწლოვნის საქმეზეც და აქციის 17 წლის მონაწილეს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ყველაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეუცვალეს.