თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული მოქალაქეების საქმეების განხილვა გრძელდება.
სასამართლოში ადმინისტრაციული დარღვევების ბრალდებით დაკავებული 22 პირის საქმეა ჩანიშნული ნაწილზე განხილვა უკვე გაიმართა. პარტია „დროას“ წევრ ნიკო ქვაცაბიას 2000 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. დღესვე უნდა ჩატარებულიყო მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის ადმინისტრაციული ბრალდების განხილვის სხდომა, თუმცა ის გადაიდო. მსახიობი ხელწერის საფუძველზეა გათავისუფლებული. 23:00 საათზე ეწურება დაკავების ვადა სტუდენტსა და აქტივისტს, ნიკო მანაგაძეს, თუმცა მისი საქმის განხილვის თხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოსთვის არ მიუმართავს. პროკურატურის მიმართვის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა 17 წლის ბიჭი, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან. სხვისი ნივთის დაზიანებას. პროკურატურის მიერ მანამდე მოთხოვნილი პატიმრობა უკვე დღეს ბრალდებამ შეცვალა არგუმენტად კი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება დაასახელა. პატიმრობიდან 17 წლის ბიჭი მშობლის ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესებს ხატია ჯამალაშვილი აშუქებს.