საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ 258 ადამიანია დაკავებული.
მათ შორის 34 გუშინდელი აქციის დაშლის დროს აიყვანეს. აქედან ხუთს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. იგულისხმება პოლიციელებზე თავდასხმა და სხვისი ქონების დაზიანება. დანარჩენებს სამართალდამცავების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. დაკავებულების სასამართლო პროცესები გრძელდება. დღეს ცხრა ადმიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილეს – ცხრავეს ფულადი ჯარიმები დააკისრეს. მათგან ორი დაკავების დროს მიღებულ დაზიანებებზე მიუთითებს და სასამართლოს მტკიცებულებების არასათანადოდ გამოკვლევაში ადანაშაულებს. მოსამართლეების გადაწყვეტილებას დარბაზში პროტესტი მოჰყვა.