აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს. დაკავებული მომიტინგეების ნაწილი 48-საათიანი ადმინისტრაციული დაკავების ვადის ამოწურვის გამო, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს, რომლებიც დღეს პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან. დაკავებული მომიტინგე, ლუკა დევდარიანი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი სახდელი დააკისრა. ასევე, სამართალდამრღვევად არის ცნობილი თამარ ლორთქიფანიძე, რომელსაც 5000-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა. აღნიშნული სასამართლო პროცესი პარალელურად გრძელდება.