აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაკითხა. პროცესზე მოწმეებმა რუსთაველის გამზირზე აქციების მიმდინარეობისას მიყენებულ და აღრიცხულ ზარალზე ისაუბრეს. მოწმეების დაკითხვის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებების გამოკვლევა გააგრძელა.

შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულ 8 პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.