საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის სროლის ფაქტზე დაკავებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმეზე არსებითი საქმის განხილვა იწყება. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ადვოკატის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება წარდგენილი ბრალდება. შეგახსენებთ, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.