აქციაზე დაკავებულების საქმე

საქალაქო სასამართლოში აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულთა უმეტესობა სამართალდამცველების მხრიდან დაკავების პროცესში ძალის გადამეტებაზე საუბრობს. პოლიციამ სულ 31 ადამიანი დააკავა, აქედან რვას ადამიანს, მათ შორის გიგი უგულავას, რომელსაც ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, როგორც ცნობილი გახდა, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და სისხლის სამართლის წესით სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობას ედავებიან.