„თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე დაკავებულ პირთა ნაწილი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორებში რჩება. მათთან ამ წუთებში ადვოკატები იმყოფებიან.
ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით რვა პირია დაკავებული, რაც ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატების განცხადებით კი მათი დაცვის ქვეშ მყოფები თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებულები და საქმის გადაკვალიფიცირების შესახებ დეტალებს არკვევენ. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნულ რვა პირს შორის ერთი გიგი უგულავაა.