თბილისის საქალაქო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებული გიორგი კუჭუაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კუჭუაშვილს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ასევე, სასამართლომ იმავე აქციაზე დაკავებული დავით კოლდარი სხვისი ნივთის დაზიანების მუხლში დამნაშავედ ცნო. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, მას ორი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.