აქციაზე დაკავებულების საქმე
26 ივლისს, საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების სასამართლო სხდომები დღეს გაიმართება. ისინი ამ დრომდე სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადანაწილებულები. იმ 10 პირს შორის, რომლებიც დააკავეს, არიან: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური და ლაშა დგებუაძე. პოლიციამ აღნიშნული პირები ორი დღის წინ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.