რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ექვსივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ვითარება დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე იმ დროს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებს პოლიციამ საავტომობილო გზის გათავისუფლება მოსთხოვა. აღნიშნულ მოთხოვნას მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ 6 პირი დააკავა. მოქალაქეთა ნაწილი უკვე 31 დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.