ამ დრომდე გრძელდება დროებითი მოთავსების იზოლატორში აქციაზე დაკავებულების გადაყვანა. ადგილზე იმყოფებიან მათი ადვოკატები და ოჯახის წევრები. დაკავებულების ნაწილი მოინახულეს ომბუდსმენის წარმომადგენლებმა. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ზოგიერთ დაკავებულთან ექპერტიზის ჩატარება აუცილებელია.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 43 პირი.