აქციაზე 34 პირი დააკავეს

15:11, 03.12.2024

გვიან ღამით საპროტესტო აქციაზე დაკავებული 34 პირიდან ნაწილი თბილისის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არის მოთავსებული. დაკავებულები უფლებადამცველებმა მოინახულეს. ადვოკატ ლაშა ტყეშელიაძის განცხადებით, ერთ-ერთ დაკავებულს სპეცრაზმის თანამშრომლებმა რამდენჯერმე მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. მისი თქმით, მიუხედავად ძალადობისა, დაზიანებები არ ეტყობა. წინასწარო მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი დაკავებულებს სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებთან დაკავშირებით გამოჰკითხავენ დაკავებულებს.

მსგავსი