დედაქალაქთან ერთად, საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა იმართება რეგიონებშიც. დავით სარალიძის მამას სოლიდარობა გამოუცხადეს გორში, ზუგდიდში, ბათუმში, და ქუთაისში, სადაც მოქალაქეები მესხიშვილის თეატრთან იყვნენ შეკრებილები. გამოსვლები იყო ფოთსა და თელავშიც.
აქციის ,,ნუ მომკლავ” მონაწილეები დამნაშავეების დროულად გამოვლენასა და დასჯას მოითხოვდნენ.