აქცია ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან

ხმაურია ზუგდიდში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან. ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ბიუროს შესასვლელზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა ამის საშუალება ქვარაიას მხარდამჭერებმა არ მისცეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ბიუროსთან დახვდნენ.

ბიუროსთან აქცია გრძელდება. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს, რომელზეც გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიასა და გრიგოლ ვაშაძის ფოტოებია გამოსახული.