აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში, გუბერნიის შენობის წინ  მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტებმა საპროტესტო კარავი გაშალეს. მთავარი მოთხოვნა უცვლელი რჩება, – ვადამდელი არჩევნების ჩატარება. კარვის გაშლამდე მათ გუბერნიის შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს ამის უფლება არ მისცეს. მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები ზუგდიდში თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ და ადგილობრივ აქტივისტებს შეუერთდნენ. ისინი საპროტესტო კარავში რჩებიან.