აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში გამართულ აქციაზე დაკავებული პირის ოჯახის წევრები ადგილობრივ პოლიციასთან არიან შეკრებილი და მის გათავისუფლებას ითხოვენ. მანამდე შეხვედრა შედგა მერიაში. სოფელ ნაცატუში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით შეიკრიბა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვა. მათ წალენჯიხა-ზუგდიდის საავტომობილო გზა გადაკეტეს და მანქანებს გადაადგილების საშუალება მხოლოდ შემოვლითი გზით ჰქონდათ. აღნიშნულს პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. აქციას შეუერთდა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა.

 

დატოვე კომენტარი