აქცია გაიმართა ზუგდიდშიც. სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეკრებილებმა ერთი წლის განმავლობაში აქციების დროს გადაღებული ფოტოები დიდ ეკრანზე აჩვენეს, სიტყვით გამომსვლელებმა კი ამ პერიოდის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. წაიკითხეს თბილისში აქციაზე დაკავებული ზუგდიდელი აქტივისტის, ალექსანდრე ჩილაჩავას წერილიც.
მოგვიანებით მომიტინგეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ქალაქის ცენტრალურ უბანში მსვლელობა გამართეს. ისინი ტროტუარზე გადაადგილდებოდნენ. მოთხოვნები უცვლელია – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და დაკავებული პირების გათავისუფლება.