აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში საბა ჯიქიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია მარშით დაიწყო და სამხარეო ადმინისტრაციის წინ სიტყვით გამოსვლებით დასრულდა. ადგილობრივებს თბილისიდან, ბათუმიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული აქტივისტები და დაკავებულთა ოჯახის წევრები შეუერთდნენ. მათ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

ზუგდიდელ 19 წლის საბა ჯიქიას 10 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლითაა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საბა ჯიქია თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს.