აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში აქცია კვლავ სამხარეო ადმინისტრაციის წინ გაიმართა. შეკრებილებს სამოქალაქო აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პედაგოგებმა მიმართეს. მათ უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. აქციას შეუერთდა პარტია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშიაც.