აქცია ზუგდიდში

საპროტესტო აქციები გრძელდება ზუგდიდში.

დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები. მათ თბილისში მიმდინარე აქციებზე დაშავებული მომიტინგეების ფოტოები მიიტანეს ადგილზე. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ყველა საჯარო უწყების წინ გამართავენ აქციებს. მთავარ მოთხოვნებად კვლავ რჩება ახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება.