აქცია ზუგდიდში

ხმაური იყო ზუგდიდში.„ენგურქაღალდკომბინატის“ დასახლებაში, ყოფილ სასტუმრო „ეგრისში“ მცხოვრები დევნილები, საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, დევნილთა სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსს, გელა ნაჭყებიას შეხვდნენ. დევნილების მთავარი კითხვა იყო, თუ როდის მოხდება მათი საცხოვრებელი ბინების პრობლემების მოგვარება. გელა ნაჭყებიას განცხადებით, მიმდინარეობს დევნილთა საკითხების შესწავლა და მათი პერიოდული დაკმაყოფილება საცხოვრებელი ფართებით, რასაც დრო სჭირდება. მან ასევე განაცხადა, რომ დევნილებს შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ.

დევნილები ფართომასშტაბიან აქციებსა და გზების გადაკეტვას აანონსებენ.

მოამბე

 

 

დატოვე კომენტარი