აქცია ზესტაფონში

საპროტესტო აქცია ზესტაფონში. მუნიციპალიტეტის მერიის წინ ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა გააპროტესტეს. მათი თქმით, გვირაბის გასაყვანად აფეთქებითი სამუშაოები ხორციელდება, რაც სრულად აზიანებს მათ სახლებს. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.