აქცია ვაზისუბანში

ვაზისუბანში ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

ალუბლების ქუჩის 19 ნომრის მცხოვრებლები ამბობენ, რომ წლებია ტერიტორიაზე სპორტული და რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვენ. მათი ინფორმაციით მერიაში შეტანილია მოთხოვნა კერძო მესაკუთრისთვის მოხდეს ადგილმონაცვლეობა.  მოსახლეობის მხარდასაჭერად აქციას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მოსახლეობა და ოპოზიციური პარტიები მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს  და სამართლებრივ დავას გეგმავენ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ინფორმაციით, მშენებლობაზე ნებართვა კომპანია „ენ აი დიზე“ 2019 წლის 11 დეკემბერს არის გაცემული. ამ ეტაპზე კი მერიის იურიდიული სამსახური განიხილავს აგდილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნას.

დატოვე კომენტარი