აქცია ვაშლიჯვარში

ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩასთან, ნანტის პარკში საპროტესტო აქცია – „გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი“ გაიმართა. აქციის მონაწილეები კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვენ, რომელშიც მოსახლეობაც ჩაერთვება. საპასუხოდ, მერიაში განმარტეს, რომ სპეციალური სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა უწყებისა და სპეციალისტების შემადგენლობით უკვე შექმნილია. ამასთან, დედაქალაქის მთავრობაში ამბობენ, რომ ადგილზე სიტუაციის მონიტორინგი აქტიურად მიმდინარეობს.

მოამბე

დატოვე კომენტარი