აქცია უკრაინაში

კიევში დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში დაწესებულ კარანტინს აპროტესტებდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის მცირე მეწარმეები. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმად, ქვეყანაში ორი კვირით იხურება ბიზნესი, სპორტული დარბაზები და სკოლები. უკრაინის პოლიცია აცხადებს, რომ 40 სამართალდამცველს თვალის არეში ქიმიური დამწვრობა აღენიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უკრაინაში კოვიდ-19-ის 909 000 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 15 000 ადამიანი გარდაიცვალა.