აქცია ტყიბულში

ტყიბულში, მეშახტეების საპროტესტო აქციას გაერთიანებული პროფკავშირები შეუერთდა, თუმცა მათი პოზიციები განსხვავებულია.

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ დოლაბერიძეს მიაჩნია, რომ კონკრეტული პირების თანამდებობიდან გადაყენება შახტში მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. მისი თქმით, აუცილებელია შახტების დროებითი კონსერვაცია, საკითხში ექსპერტების ჩართვა და სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების ნორმების გაკონტროლება. დოლაბერიძე მიიჩნევს, რომ შახტში მუშაობა მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აღდგეს, მანამდე კი დასაქმებულებს ხელფასების ანაზღაურების გარანტია უნდა მიეცეთ. მისივე თქმით, პარალელურ რეჟიმში ტყიბულში უნდა დაიწყოს ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნა.

შეგახსენებთ, მეშახტეებმა გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის და სხვა პასუხისმგებელი პირების გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.